8.8 C
Tbilisi
პარასკევი, აპრილი 17, 2026
banner

კომპანიები, რომლებიც სანქცირებულ “იმედს” დაეხმარებიან, შეიძლება დაკარგონ ბიზნესი და დადგნენ მეორადი სანქციების რისკის ქვეშ – ქევხიშვილი

“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” წარმომადგენლის, სანდრო ქევხიშვილის თქმით, კომპანიები, რომლებიც სანქცირებულ “იმედს” დაეხმარებიან, შეიძლება დაკარგონ ბიზნესი და დადგნენ მეორადი სანქციების რისკის ქვეშ.

ამიერიდან “იმედი” იქნება გამადიდებელი შუშით დაკვირვების საგანი, როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ და არ დაიმალება ის, თუ ვინ შეეცდება “იმედის” გადარჩენას და დახმარებას. ყველა სხვა ალტერნატიული გზა ჩაითვლება სანქციების გვერდის არიდებად. სანქციების გვერდის ამრიდებელი კომპანიები და ჩართული პირები პირდაპირ დადგებიან მეორადი სანქციების რისკის ქვეშ – მარტივად, შეიძლება დაკარგო ბიზნესი იმის გამო, რომ ეხმარებიან სანქცირებულ კომპანიებს ოპერაციის გაგრძელებაში. ეს არის მუდმივი პროცესი. დიდი ბრიტანეთის მთავრობა დაინტერესებულია, რომ მის მიერ დაწესებული სანქციები იყოს წონადი. ისინი უყურებენ , ვინ როგორ არღვევს ამ სანქციებს და ასანქცირებენ ამ პირბეს”, – აცხადებს რომან ქევხიშვილი.

ცნობისთვის, დიდმა ბრიტანეთმა TV იმედი და პოს TV 24 თებერვალს დაასანქცირა

banner
წინა სტატიაშიირანის ოფიციალურმა პირებმა დონალდ ტრამპის განცხადებებს კონფლიქტის მიმდინარეობის შესახებ „სისულელე“ უწოდეს
შემდეგი სტატიაყულევის ნავთობის ტერმინალი სანქციათა მე-20 პაკეტიდან ამოიღეს