ამ კომპანიას სამუშაოები აქვს ჩატარებული მეტრო ,,ახმეტელზეც” და დღესვე დაიწყება გადამოწმება – კალაძე

დღეიდან მეტრო ახმეტელში ჩატარებული სარეაბილიტაციო სამუშაოების გადამოწმება დაიწყება. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა მეტროსადგურ “ვარკეთილში” განაცხადა, სადაც დღეს დილით ჭერი ჩამოინგრა. კახა კალაძის თქმით, “ახმეტელზეც” სამუშაოები იმავე კომპანიამ ჩაატარა:
“ამ კონკრეტულ კომპანიას სამუშაოები აქვს ჩატარებული მეტრო ახმეტელზე და დღესვე დაიწყება გადამოწმება , თუ როგორ არის სამუშაოები ჩატარებული რომ უბედურება იქნეს აცილებული… ძალიან მკაცრი რეაგირება მოჰყვება ამ ფაქტს”- განაცხადა კალაძემ.

banner
წინა სტატიაში,,ეს მეტროსადგური დასრულდა აგვისტოში და გაიხსნა სექტემბერში-ამით ყველაფერი ნათქვამია…”
შემდეგი სტატიასერგეენკო მეტროსადგურში დაშავებულებს მოინახულებს