კომპანია „თბილისის მიკროავტობუსის“ საგანგებო განცხადება

ქეთი ფერაძე
: ქეთი ფერაძე მაისი 17, 2018 10:54

კომპანია „თბილისის მიკროავტობუსის“ საგანგებო განცხადება

კომპანია “თბილისის მიკროავტობუსი” ეხმიანება დედაქალაქის მერის მიერ გაცემულ დავალებას კომპანიის ავტოპარკში კონდენცირების სისტემასთან დაკავშირებული ტექნიკური გაუმართაობის აღმოფხვრასთან დაკავშირებით და გაცნობებთ, რომ “თბილისის მიკროავტობუსმა” ზაფხულის პერიოდისთვის მზადება ჯერ კიდევ მარტის თვიდან დაიწყო და მთლიანად ავტოპარკში მიმდინარეობს დაზიანებული ან მწყობრიდან გამოსული ჰაერის გამაგრილებელების შეკეთება-შეცვლა, ასევე ჰაერის ტემპერატურის მატებასთან დაკავშირებით “თბილისის მიკროავტობუსის” მიერ ყველა მძღოლის მიეცა კეტეგორიული მითითება ავტოსატრანსპორტო საშუალებაში ჩართოს კონდენცირების სისტემა. „თბილისის მიკროავტობუსი“ სრული პასუხისმგებლობით აცხადებს რომ ავტოპარკის თითქმის მთლიან შემადგენლობაში კონდენცირების სისტემა მოწესრიგებულია და ასევე მძღოლები ისარგებლებენ საზაფხულო საშეღავათო სისტემით, რაც გაგრილების საშუალების ჩართვის შედეგად საწვავის მატების ხარჯს მთლიანად ფარავს. გარდა ამისა, მძღოლების ის ნაწილი რომელთა მიმართებაშიც ცხელი დღეების განმავლობაში არ დაფიქსირდება პრეტენზია მონიტორინგის სამსახურში, დამატებით იქნებიან კომპანიის მიერ წახალისებულნი.

ქეთი ფერაძე
: ქეთი ფერაძე მაისი 17, 2018 10:54

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


5,319
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics