7.8 C
Tbilisi
ხუთშაბათი, აპრილი 16, 2026
banner

კომპანია „სავანეთის“ დირექტორი კვერცხის სარეალიზაციო ფასის შესაძლო მატებას არ გამორიცხავს

კომპანია „სავანეთის“ დირექტორი ვეფხია ჯაჭვაძე აცხადებს, რომ აღდგომის შემდეგ, შეიძლება, კვერცხის გაძვირება ისევ მოუწიოთ.

მისი განმარტებით, ფასების სამომავლო კორექტირება საწვავისა და ნედლეულის მზარდ ღირებულებაზე პირდაპირ არის დამოკიდებული.

მწარმოებლის განცხადებით, სააღდგომო პერიოდში მომხმარებლებისთვის ფასები უცვლელი დარჩება, რადგან კომპანია ტრადიციულად მომხმარებლის ინტერესებს იცავს.

“სააღდგომოდ არაფერი შეიცვლება. ყოველ შემთხვევაში, არასდროს არ ვცვლით სააღდგომოდ ფასებს და არც ახლა შეიცვლება, იმიტომ რომ მომხმარებლის ინტერესებს ვიცავთ ყოველთვის.

მოგების ხარჯზე ჩვენ იანვარში პროდუქტი 1 ცალი კვერცხი 2.5 თეთრით გავაიაფეთ. სამომავლოდ, შევხედავთ ფასები როგორ წავა. ნედლეული რა ფასში იქნება. საწვავის ფასი იმატებს, ნედლეული ძვირდება.

თუ ნედლეულის ფასი ძალიან მაღლა აიწევს, სავარაუდოდ, შეიძლება ისევ გაძვირება მოგვიწიოს. აღდგომამდე ყოველ შემთხვევაში არაფერი შეიცვლება და შემდეგ შევხედავთ”, – აცხადებს ვეფხია ჯაჭვაძე.

„სავანეთის“ დირექტორმა ასევე ისაუბრა იმპორტირებული პროდუქციის მხრიდან არსებულ არაკონკურენტულ გარემოზე. მისი თქმით, თურქეთიდან შემოსული იაფი პროდუქცია ადგილობრივ წარმოებას აზიანებს, რადგან ქართველ მწარმოებლებს კონკურენციის გასაწევად ფასების ხელოვნურად, ხშირად კრიტიკულ ზღვარზე დაბლა დაწევა უწევთ.

banner
წინა სტატიაშიირანის პრეზიდენტი: არაერთხელ გვითქვამს, რომ ირანი პრევენციულ თავდასხმებს არ ახორციელებს
შემდეგი სტატია“ოუფენ ნეტმა” ინტერნეტიზაციის პროექტის ფარგლებში, კახეთის და თიანეთის სოფლების ინტერნეტიზაციისთვის ტენდერი გამოაცხადა