კომპანია “მაგთი” გუშინდელ ტექნიკურ ხარვეზთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

კომპანია “მაგთი” გუშინდელ ტექნიკურ ხარვეზთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, “მაგთიკომის” ინტერნეტ შეერთება საქართველოში გადაზღვეული არხებით, ევროპიდან შემოდის. მათივე ცნობით, გუშინ დაზიანება თურქეთის ტერიტორიაზე დაფიქსირდა.

“27 იანვარს მაგთიკომის მობილური და ფიქსირებული ინტერნეტის სერვისებზე დაფიქსირდა შეფერხება. გაცნობებთ, რომ მაგთიკომის ინტერნეტ შეერთება საქართველოში გადაზღვეული არხებით შემოდის ევროპიდან. 27 იანვარს დაზიანება დაფიქსირდა თურქეთის ტერიტორიაზე, სადაც დიდთოვლობისა და ზვავსაშიშროების გამო ვერ ხერხდება პარტნიორი კომპანიის ტექნიკური ჯგუფების დაზიანების წერტილამდე მისვლა.

რაც შეეხება სარეზერვო მაგისტრალური არხის დაზიანებას, 27 იანვრის 21:21-ზე საქართველოს მხარეს, აჭარის ტერიტორიაზე, დაფიქსირდა სამ წერტილში საეჭვო დაზიანება (გადაცემულია სამართალდამცავ ორგანოებზე). “მაგთიკომის” ტექნიკური ჯგუფი საგანგებო რეჟიმში მუშაობდა პრობლემების აღმოსაფხვრელად და 28 იანვრის 01:54-ზე სრულად აღმოიფხვრა სამივე დაზიანება”, – წერია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, საქართველოშ “მაგთის” ინტერნეტი გაითიშა. “მაგთის” მომხმარებლები წერდნენ, რომ ინტერნეტით ვერ სარგებლობენ. როგორც კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში “მთავარი არხის” ვებ-გვერდს განუცხადეს, ინტერნეტის შეფერხება გლობალურ დაზიანებას უკავშირდება.

banner
წინა სტატიაში„ეს ქართველი ხალხის ორთვიანი უწყვეტი პროტესტის შედეგია“ – ტარიელ ნაკაიძე ევროკავშირის მიერ დიპლომატიური პასპორტებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერებაზე
შემდეგი სტატია“დაივიწყეთ ძველი კანონები, მოითხოვეთ ახალი არჩევნები!” – ზურაბიშვილი ევროპელ პარტნიორებს