კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ სპეციალური განცხადება

დღეს, 22 დეკემბერს 21:00 საათისთვის რამდენიმე საინფორმაციო სააგენტოს მიერ გავრცელდა ძველი ინფორმაცია რომ ხვალ, 23 დეკემბერს თბილისის უბნებს წყალმომარაგება შეეზღუდება. აღნიშნული ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს და კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” თხოვს მომხმარებლებს არ აყვნენ პროვოკაციას.

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” წყალმომარაგების შეწყვეტისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას ყოველდღიურად ოფიციალურ ვებ გვერდზე www.gwp.ge და ფეისბუქის გვერდზე აქვეყნებს.

კომპანია ”ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი”
საინფორმაციო ცენტრი
22.12. 2016

banner
წინა სტატიაშირატომ ვერ ასაფლავებენ მშობლები რუსი ელჩის მკვლელ მერთ ალტინთაშს?
შემდეგი სტატიააშშ-ში საქართველოს ელჩმა დავით ბაქრაძემ სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელს რწმუნებათა სიგელების ასლები გადასცა