კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ სპეციალური განცხადება

ვაზისუბნის მე-3 მ/რ-ში, მე-2 კვარტლის მე-8 კორპუსთან „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის” 400მმ-იანი მაგისტრალური წყალსადენის ქსელი დაზიანდა. ადგილზე მობილიზებულია კომპანიის ტექნიკური ჯგუფი და სამუშაოები აქტიურად გრძელდება. დაზიანების აღმოფხვრის მიზნით, ამორტიზებული ქსელის 5 მეტრი სიგრძის მონაკვეთი ახლით იცვლება.

სამუშაოების წარმოება რამოდენიმე საათის განმავლობაში მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლას მოითხოვს. აღნიშნულთან დაკავშირებით დღეს, 25 დეკემბერს 00:00 საათამდე წყალმომარაგება შეზღუდული აქვს:

ვაზისუბნის I, II, III, IV მ/რაიონებს;

წყალმომარაგების აღდგენამდე კომპანია მოსახლეობას წყალს ცისტერნებით მიაწვდის.

წყალმომარაგების შეწყვეტისა და აღდგენის შესახებ ინფორმაცია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით მიაწოდა. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის – 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით – http://www.gwp.ge/ka/dagegmili.

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ დისკომფოტრისთვის ბოდიშს უხდის მომხმარებლებს და შეეცდება, სამუშაოების ჩატარება მოკლე დროში დაასრულოს.

banner
წინა სტატიაშიშავ ზღვაში ჩავარდნილი თვითმფრინავის ერთი მგზავრის ცხედარი იპოვეს
შემდეგი სტატია1 დოლარის ყიდვა 2 ლარად და 72 თეთრად არის შესაძლებელი