კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

GWP

საბურთალოს რაიონში, მარშალ გელოვანის გამზირზე, მარკეტ “ბრიკორამასთან“, კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ 900 მმ-იანი მაგისტრალური წყალსადენი ქსელი დაზიანდა.

“ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის” ინფორმაციით, ამ დროისთვის ადგილზე მობილიზებულია კომპანიის ტექნიკური ჯგუფი.

აღნიშნული დაზიანება მაღალი ძაბვის არეალშია, რის გამოც აღდგენითი სამუშაოების წარმოება უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომების დაცვას მოითხოვს. დაზიანების აღმოსაფხვრელად, ტექნიკური სამუშაოები, რამდენიმე საათის განმავლობაში, მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლას მოითხოვს.

აღნიშნულთან დაკავშირებით, 17 დეკემბრის, დილის, 09:00 საათამდე, წყალმომარაგება შეუწყდება: ზაჰესში გრ.ხანძთელის, სხვიტორის, კასკადის, ქოშიგორას და ფერაძის ქუჩებს. სასოფლოს დასახლების ნაწილს, ამერიკის საელჩოს დასახლებას, დიდ დიღომს, მიმდებარე კერძო დასახლებას და ქუჩებს. სოფელი დიღმის ქუჩების ნაწილს, ტოიოტას მიმდებარე ახალ დასახლებას, საქალაქო სასამართლოს და მიმდებარე დასახლებას. ვაშლიჯვრის კერძო დასახლებას და ვაშლიჯვრის ქუჩების ნაწილს. დიღმის მასივის, I კვ-ის N10 -N12 კორპუსებს, სოფლის მეურნეობის სამინისტროს, მიმდებარე დასახლებას და ქუჩებს. ბენდუქიძის და ზემო ვეძისის დასახლებებს.

წყალმომარაგების შეწყვეტისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“, აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით მიაწვდის. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის – 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით – http://www.gwp.ge/ka/dagegmili

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ დისკომფოტრისთვის ბოდიშს უხდის მომხმარებლებს და შეეცდება, სამუშაოების ჩატარება მოკლე დროში დაასრულოს.

banner
წინა სტატიაში„თავისუფალი დემოკრატები“ საკონსტიტუციო კომისიის მუშაობაში მონაწილეობას მიიღებს
შემდეგი სტატიაალეპოში მოსახლეობისა და ამბოხებულების ევაკუაცია შეჩერებულია