კომპანია „ბორჯომს“ ოპერირებაში არავითარი პრობლემა აღარ ექნება და ჩვენი საამაყო ბრენდი გააგრძელებს მუშაობას – ღარიბაშვილი

კომპანია „ბორჯომს“ ოპერირებაში არავითარი პრობლემა აღარ ექნება და ჩვენი საამაყო ბრენდი გააგრძელებს მუშაობას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, კომპანიის ყველა დასაქმებული თანამშრომელი მშვიდად უნდა იყოს და მათი პრობლემები აუცილებლად ამოიწურება.

„კომპანია „ბორჯომის“ საკითხზე ჩვენ დაპირებისამებრ ვიმუშავეთ აქტიურად, პირდაპირი კომუნიკაცია გვქონდა მმართველ კომპანიასთან, მფლობელებთან, ყველასთან გავიარეთ საკითხი. იცით, რომ არის შემოთავაზება სახელმწიფოს, მთავრობას, ჩვენ ქვეყანას ჩუქნიან წილს, რომელიც შეიძლება დაახლოებით 100 მილიონი დოლარის იყოს. ამიტომ მე უკვე დავავალე ეკონომიკისა და იუსტიციის სამინისტროს, დასკვნა მექნება რამდენიმე დღეში და მომდევნო მთავრობის სხდომაზე ამას დავამტკიცებთ. კომპანია „ბორჯომს“ ოპერირებაში არავითარი პრობლემა აღარ ექნება და ჩვენი საამაყო ბრენდი გააგრძელებს მუშაობას. ყველა დასაქმებული თანამშრომელი მშვიდად უნდა იყოს და მინდა, მათ მივმართო, პრობლემა იქნება ამოწურული“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიპოლონეთმა უკრაინას გადასცა MiG-29-ის თითქმის ყველა სათადარიგო ნაწილი და საბრძოლო მასალა
შემდეგი სტატიაირაკლი ღარიბაშვილი- ჩემი სურვილია, რომ მიმდინარე სამუშაოები პირადად მოვინახულო ყველგან რათა დავრწმუნდე, რომ ყველაფერი რიგზეა და ჩვენს მოქალაქეებს მაქსიმალურად მივაქციოთ ყურადღება, ეს არის ჩვენი ამოცანა და პირდაპირი ვალდებულება