კომიტეტის სხდომის მედიასაშუალებების წარმომადგენლებისგან ჩაკეტვა სიმართლეს ვერ შეცვლის – თინა ბოკუჩავა

ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავამ “ოცნება” რუსული კანონის განხილვაზე კონკრეტული მედიასაშუალებების არდაშვების გამო გააკრიტიკა.

“საზოგადოებამ სიმართლე უნდა იცოდეს, რომ თქვენ ძალიან ბევრ მედია ორგანიზაციას, ისევე როგორც არასამთავრობო ორგანიზაციას, როლებსაც უშუალოდ ეხებათ კანონპროექტი, სხდომაზე დასწრების უფლება არ მიეცით. წარმოდგენილი არ არის “ინტერპრესნიუსი“ – ნათია ინაური, რომელიც თქვენზე და ჩემზე დიდი ხანია ამ პარლამენტში მუშაობს, იმის მიუხედავად, რომ მესამე მოწვევის პარლამენტის წევრი ვარ. წარმოდგენილი არ არის “რადიო თავისუფლება. კომიტეტის სხდომის მედიასაშუალებების წარმომადგენლებისგან ჩაკეტვა სიმართლეს ვერ შეცვლის, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

banner
წინა სტატიაშიგაიწვიეთ უკან კანონი, რომელსაც ქართველმა ხალხმა დაარქვა “რუსული კანონი“ – ანა ნაცვლიშვილი
შემდეგი სტატიააქ ვინც არის წარმოდგენილი არასამთავრობო ორგანიზაციები, მათ შორის, რადიკალები, უსამშობლოები, რომელსაც ერთი არგუმენტის წარმოდგენა არ შეუძლიათ – ზარქუა