კომისიის თავმჯდომარე რომელიც ,,ოცნების,, კლიპში მღერის

,,ქართული ოცნების,, განახალებულ საარჩევნო კლიპში, (,,ჩემი საქართველო აქ არი,,), რომელშიც სხვადასხვა რეგიონის, რაიონისა და ქალაქის მომღერლები და ანსამბლები ღებულობენ მონაწილეობას, სენაკის მუნიციპალიტეტის ანსამბლი ,,სენაკიც,, მოხვდა.
როგორც ,,თაიმერმა,, გაარკვია, ანსამბლ სენაკის მომღერალთა შორის ერთ-ერთი, რომელიც კლიპში მონაწილეობს, სენაკის 64 საარჩევნო ოლქში, მეორე ნოსირის N-38 უბანზე, საუბნო საარჩევნო კომიისიის თავმჯდომარე უშანგი ჩილაჩავა გახლავთ.
როგორც ცნობილია, საქართველოს კანონმდებლობით, კომისიის წევრებს და მითუმეტეს თავმჯდომარეებს, აკრძალული აქვთ რომელიმე პარტიის სასარგებლოდ წინასაარჩევნო აგიტაცია. როგორც ჩანს ,,ქართული ოცნებისთვის,, ეს კანონი არ მოქმედებს.

banner
წინა სტატიაშიფრიდონ თოდუა გარდაიცვალა
შემდეგი სტატიაშსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის წვევამდელებმა სამხედრო ფიცი დადეს