კომისიის ეტაპს გადავალ – აკაკი ხუსკივაძეს ცეკო-ს წევრობა სურს

ცესკოს თავმჯდომარეობის სურვილი ამ დროისთვის 8 კანდიდატმა გამოთქვა, 16-ს კი ცესკოს წევრობის 2 ვაკანტური პოზიციის დაკავება სურს, მათ შორის არის ცესკო-ს ყოფილი თანამშრომელი აკაკი ხუსკივაძე.

ხუსკივაძის თქმით, მისი დიდი გამოცდილებიდან გამომდინარე წესით, წარმატებით გაივლის კონკურსს, თუმცა არ გამორიცხავს, რომ მის შემთხვევაში პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღონ.

“ის რეიტინგი, რაც საარჩევნო ადმინისტრაციას წლების განმავლობაში ჰქონდა, ჩვენ ფაქტობრივად, როგორც ინსტიტუტი, როდესაც მე იქ ვმუშაობდი, ვიყავით მე-3 ადგილზე, შესაბამისად ეს რეიტინგი აუცილებლად უნდა დაუბრუნდეს. კომისიის ეტაპს გადავალ, რა თქმა უნდა, ეს კომისიის გადასაწყვეტია, რაც შეეხება პრეზიდენტის და შემდგომ ეტაპებს, ეს მეტ-ნაკლებად გარკვეულ პოლიტიკურ პროცესებზეა დამოკიდებული და შესაბამისად, იქ მხოლოდ ჩემი პროფესიონალიზმი არ ითამაშებს გარკვეულ როლს”,-თქვა აკაკი ხუსკივაძემ.

banner
წინა სტატიაშითურქეთი პანდემიამდელ ცხოვრებას დაუბრუნდა, ექიმებს ეს არ მოსწონთ
შემდეგი სტატიათალაკვაძე – ოლივერ ვარჰეიმ ევროკავშირის დროშის აღმართვისთვის კახა კუჭავას მადლობა გადაუხადა