კომისიები და საბჭოები გაუქმდა – ცვლილებები მერიის სამსახურებში

სტრუქტურული რეფორმის ფარგლებში თბილისის მერიაში სათათბირო ორგანოები – კომისიები და საბჭოები გაუქმდა. მერიამ სტრუქტურული რეფორმის პრეზენტაცია დღეს გამართა. რეფორმის ფარგლებში, ე.წ. ზონალური საბჭო და სხვა 19 კომისია და საბჭო გაუქმდა. კომისიების და საბჭოების ფუნქციები მერიის შესაბამის სტრუქტურებს გადაუნაწილდათ.
ასევე სტრუქტურული რეორგანიზაციის ფარგლებში, თბილისის არქიტექტურის სამსახურს ურბანული განვითარების მიმართულება გამოეყოფა და შეიქმნება ურბანული განვითარების საქალაქო სამსახური, რომლის ძირითადი მიმართულება ქალაქმშენებლობითი პროცესების მართვა იქნება. არქიტექტურის სამსახური კი მხოლოდ სერვისებზე ორიენტირებული სტრუქტურა გახდება.

banner
წინა სტატიაშიპრეზიდენტი განცხადებას გააკეთებს
შემდეგი სტატიამერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურები ერთ სამსახურად ერთიანდება