კომისიამ „არასამეწარმეო მედია-კავშირი ობიექტივი“ 3132 ლარით დააჯარიმა

მედიაკავშირი „ობიექტივი

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ „არასამეწარმეო მედია-კავშირი ობიექტივი“ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის გამო, 3132 ლარით დააჯარიმა. „არასამეწარმეო მედია-კავშირი ობიექტივი“ საკუთარ ეთერში „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ პოლიტიკურ რეკლამას არასაარჩევო პერიოდში ანთავსებდა. გამომდინარე იქიდან, რომ ბოლო ერთი წლის განმავლობაში, იდენტური დარღვევისთვის „არასამეწარმეო მედია-კავშირი ობიექტის“ მიმართ კომისიას გამოყენებული აქვს წერილობითი გაფრთხილება, კომპანიას „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის განმეორებით დარღვევისთვის ფულადი ჯარიმა დაეკისრა და პოლიტიკური გაერთიანება „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ სარეკლამო რგოლის სამაუწყებლო ბადიდან დაუყოვნებლივ ამოღება დაევალა. ინფორმაცია ,,თაიმერს” კომუკიაციების ეროვნული კომისიიდან მიაწოდეს.

banner
წინა სტატიაშიირაკლი კობახიძე: პრეზიდენტის სასახლე, ეს არის მნიშვნელოვანი სიმბოლო და უნდა შეესაბამებოდეს პრეზიდენტის უფლებამოსილებებს
შემდეგი სტატიამეუფე პეტრე მეუფე იაკობის განცხადებაზე (video)