კომისია იყო ყველაზე ინკლუზიური რაც კი ისტორიას ახსოვს ამ 25 წლის განმავლობაში- კობახიძე

საკონსტიტუციო კომისიის შექმნა პარლამენტის ეგიდით იყო სწორი გადაწყვეტილება- აცხადებს პარლამენტის თავმჯოდმარე და აღნიშნავს, რომ ერთადეთი ორგანო საიდანაც შეიძლება მოხდეს საკანონმდებლო ინიციატივის წარდგენა არის პარლამენტი. ირაკლი კობახიძის განცხადებით,კომისია, რომელიც კონსტიტუციაში შესატანი ცვლილებებზე სამუშაოდ შეიქმნა ბოლო 25 წლის განმავლობაში იყო ინკლუზიური და ფართო ჩართულობაზე დაფუძნებული.

„ძალიან მკაფიოდ იყო განსაზღვრული თითოეული შეხვედრის მიზანი და ამოცანა, რაც არ გვახსოვს ჩვენ წინა კომისიების პრაქტიკიდან და ეს ყველაფერი აისახა კომისიის მუშაობაზე. კერძოდ კომისიის თითოეულმა წევრმა იცოდა კომისიის სხდომაზე რისთვის მოდიოდა, რა იყო კომისიის მიზანი, ამან განაპირობა ძალიან მაღალი დასწრების მაჩვენებელი და ამან განაპირობა ძალიან აქტიური დისკუსიები. კომისია იყო ყველაზე ინკლუზიური და ფართო ჩართულობაზე დაფუძნებული რაც კი ისტორიას ახსოვს ამ 25 წლის განმავლობაში,“-განაცხადა კობახიძემ.

banner
წინა სტატიაში„აბსოლუტურად არ მაღელვებს ეგ საკითხი” – მურუსიძე უვადოდ ინიშნება
შემდეგი სტატიასაკონსტიტუციო ცვლილებები – “ევროპული საქართველო” კარდაკარის პრინციპით გამოკითხვას იწყებს