კომიკოსი ბილ კოსბი ციხიდან გამოვიდა – ბრალდება სექსუალურ ძალადობაზე ანულირებულია

აშშ-ს პენსილვანიის შტატის უზენაესმა სასამართლომ ბილ კოსბის სისხლის სამართლებრივი დევნა შეწყვიტა და სექსუალური ძალადობის ბრალდებით მისი შემდგომი დევნა აკრძალა, რომლის გამოც 83 წლის კომიკოსი ციხეში იჯდა.

სასამართლო გადაწყვეტილებიდან ორი საათის შემდეგ კოსბი ციხიდან გამოვიდა.

სასამართლომ გადაწვიტა, რომ პროცესისას კოსბის სამართლიანი სასამართლო პროცესის შესაძლებლობა არ მიეცა, რომელიც 2015 წელს მისი დაკავებით დაიწყო და 2018 წელს განაჩენით დასრულდა.

მაშინ ჟიურიმ ის დამნაშავედ ცნო ყოფილი კალათბურთელის, ანდრეი კონსტანდას მიმართ ჩადენილ სექსუალურ ძალადობაში, რომელიც მასთან სახლში შეხვედრისას მოხდა 2004 წელს.

საქმე იმაშია, რომ კოსბიმ ჩვენება მისცა დაპირების ნაცვლად, რომ მას ბრალს არ წაუყენებდნენ. მომდევნო პროკურორმა წინა პროკუროსის მიერ აღებული პასუხისმგებლობა საკუთარ მოვალეობად არ აღიქვა და მას ბრალი წაუყენა.

კოსბიმ სამი წელი მოიხადა საკუთარი ვადიდან ფილადელფიასთან ახლოს ციხეში, რომელიც შესაძლებელია 3-დან 10 წლამდე გაგრძელებულიყო.

banner
წინა სტატიაშიკანადაში რეკორდულად მაღალი ტემპერატურისგან თავს გამაგრილებელ დარბაზებს აფარებენ
შემდეგი სტატიათბილისში ელექტროენერგია ისევ მთელი დღით გაითიშება – ქუჩების ჩამონათვალი