კომენტარის ავტორი, რომელმაც კადიროვს “შაითანი” უწოდა, 15 წლის ბიჭი აღმჩნდა, მამან მის გამო ბოდიში მოიხადა

მოზარდის მამამ რამზან კადიროვს საკუთარი შვილის კომენტარის გამო, სადაც მან ჩეჩნეთის ლიდერს “შაითანი” უწოდა, ბოდიში მოუხადა – ტელეკომპანია “გროზნი” ავრცელებს. მათი ინფორმაციით, გვერდი, რომელიდანაც კომენტარი დაუტოვეს კადიროვს, 15 წლის მოზარს ეკუთვნის, რომელიც დაღესტნელია და ახლა მოსკოვთან ახლოს ცხოვრობს.

საპასუხო ვიდეორგოლში მამამ კადიროვს ბოდიში მოუხადა იმის გამო, რომ საკუთარი შვილი “არასწორად გაზარდა, იმის გამო, რომ ღირსეული შვილი ვერ გაზარდა”. “გარანტიას გაძლევთ, რომ საკუთარი შვილის აღზრდას სერიოზულად მოვკიდებ ხელს ისე, როგორც ამას ჩვენი სახლი, კავკასია გვკარნახობს” – ამბობს მამა ვიდეოში, რომელშიც შვილიც ჩანს, მაგრამ ის არაფერს ამბობს.
ბოდიში მოიხადეს ბავშვის სხვა ნათესავებმაც, მათ თქვეს, რომ რცხვენიათ სკოლის მოსწავლის საქციელის გამო, და რომ მოზარდმა უკვე გაიაზრა შეცდომა.

17 მაისს ჩეჩნეთის ხელმძღვანელს პირდაპირი ეთერისას ერთ-ერთმა მომხმარებელმა “შაითანი” უწოდა. კადიროვმა შეამჩნია კომენტარი, ის წაიკითხა, სქრინშოტი გააკეთა და თქვა, რომ ამ ნაწერის ავტორი ღამ-ღამობით ვერ დაიძინებს, “ახლა კი შეადგენს ანდერძს და იტირებს… ვნახავთ ვინ არის შაითანი. მე ბევრი შაიტანი გამინადგურებია და შენც გაგანადგურებ”- რამზან კადიროვმა თქვა.

რეკლამის ბანერი
წინა სტატიაშიკულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო – გელათის ტაძრის ხარაჩოზე არაუფლებამოსილი პირის თვითნებურად გადაადგილების ფაქტის გამო, გარეშე პირთათვის ხარაჩოებზე ასასვლელი დაიკეტება
შემდეგი სტატიაკახა კუჭავა: მეტი ნატო საქართველოში – ეს იყო მთავარი თემა, რომელზეც ნატოს გენერალური მდივნის მოადგილესთან ვისაუბრეთ