კომენდანტის საათის გადაწევას რეკომენდაციას ვერ გავუწევთ – გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, გადაადგილების შეზღუდვაზე დროის გადაწევის საკითხს ამ ეტაპისთვის ცენტრი რეკომენდაციას ვერ გაუწევს, ვინაიდან ქვეყანაში ეპიდვითარების გაუარესების ტენდენციაა.

მისივე თქმით, მობილობის შემცირება პანდემიასთან ბრძოლის გზაზე მთავარი იარაღია.

„კომენდანტის საათის გადაწევას ამ ეტაპზე ჩვენი ცენტრი რეკომენდაციას ვერ გაუწევს, რადგან ეპიდვითარებას გაუარესების ტენდენცია აქვს. კომენდანტის საათის შემთხვევაში მთავარი მიზანია მობილობის შემცირება, რაც არის ერთ-ერთი მთავარი იარაღი ინფექციის გავრცელების შენელების. ვსაუბრობდით, რომ ჩვენ მარტის შუა რიცხვებში არსებულ ეპიდსიტუაციას თუ შევინარჩუნებდით, მაშინ საათის გადაწევა განიხილებოდა. მაგრამ ამ ეტაპზე ეს საკითხი არ განიხილება“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

banner
წინა სტატიაშიგამყრელიძე: საქართველო ჩინურ ვაქცინას კვირის ბოლოს მიიღებს
შემდეგი სტატიაპოზნერის საქართველოში ჩამოსვლაზე ინფორმაცია მისი მასპინძლების წრიდან მქონდა – ხოშტარია