კომენდანტის საათის დარღვევისთვის ზუგდიდის მუნიციპალიტეტში 20-მდე მოქალაქე დაჯარიმდა

ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, კომენდანტის საათის დარღვევის გამო წუხელ 20-მდე მოქალაქე დაჯარიმდა. ამის შესახებ ზუგდიდის მერმა, გიორგი შენგელიამ პრესკონფერენციაზე განაცხადა. გიორგი შენგელიამ მოქალაქეებს რეკომენდაციების დაცვისკენ მოუწოდა.

მისი თქმით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რუხიდან სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურმა ფოთის საავადმყოფოში თვითიზოლაციაში მყოფი დედა შვილი გადაიყვანა. მერის განცხადებით, მათ გამოკვლევები უტარდებათ და მედიკოსები უახლოეს საათებში ეპიდდასკვნის შემდეგ გადაწყვეტენ, გაიგზავნება თუ არა კვლევები ლუგარის ლაბორატორიაში.

banner
წინა სტატიაშინიკოლოზ მჭედლიშვილი გიორგი გახარიაზე – მშვიდია, მაგრამ არ გვიქმნის ცრუ ილუზიებს, მოდუნების საშუალებას არ აძლევს მოსახლეობას სერიოზული საშიშროების წინაშე, თუმცა არც პანიკას თესავს…
შემდეგი სტატიათბილისის ზღვის ჰოსპიტალის 21 პაციენტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა