“კომბლე მოძალადეა და ცუდი მეცხვარეა, ”სუპერმენი“ და „სპაიდერმენი“ ბავშვებისთვის გმირები არიან”

განათლების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ რადიო „პალიტრის“ გადაცემა „რეზიუმეში“ განათლების სფეროში არსებულ გამოწვევებზე და ბავშვებზე მულტფილმებისა და ზღაპრების გავლენის შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, ადამიანზე მისი ბავშვობის ზღაპრების და მულტფილმების გმირებს დიდი გავლენა აქვს, საქართველოში კი ახალი ქართული მულტფილმიც კი არ არსებობს და მხოლოდ საბჭოთა დროისაა შემორჩენილი. ჯეჯელავა მის მიერ არაერთხელ გაკრიტიკებულ „კომბლესაც“ შეეხო:

“ადამიანზე მისი ბავშვობის გმირებს რამხელა გავლენა აქვს. შესაბამისად, შესაცვლელი გვაქვს პრაქტიკულად ყველაფერი, მაგალითად შეამჩნევდით, არ გვაქვს ქართული მულტფილმები. ძველები გვაქვს, რომლებიც საბჭოთა მულტფილმებია. კომბლე მოძალადეა და ცუდი მეცხვარეა. ორი პრეტენზია მაქვს. ორი ცხვარი ჰყავს და მეცხვარეს რატომ უნდა ჰყავდეს ორი ცხვარი თუ დაფიქრდებით, მიხვდებით, იმიტომ არის ცუდი მეცხვარე, რომ ცხვრის მოვლით არ არის დაკავებული, კომბლის მთლელია. ”სუპერმენი“ და „სპაიდერმენი“ სასაცილო რაღაცეები არ არის. ისინი მასწავლებლები არიან, ბავშვებისთვის გმირები არიან, შესაბამისად, ჩვენ დაწყებული გმირებიდან ესეც გასაკეთებელი გვაქვს, დამთავრებული ზღაპრებით, საბავშვო ლიტერატურით, სახელმძღვანელოებით, სასკოლო პროცესით და ა.შ. სკოლა აღზრდის ინსტრუმენტია და არა ქიმიის ან ისტორიის სასწავლებელი”, – განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ.

banner
წინა სტატიაში“ახალ პოლიტიკურ გაერთიანებაზე კონსულტაციები მიმდინარეობს”
შემდეგი სტატიაპრეზიდენტის სასახლეში ტოლერანტობის კვირეული გაიხსნა