კომბლე ბიჭი

იყო და არა იყო რა, ღვთის უკეთესი რა იქნებოდა. იყო ერთი პატარა ბიჭი.
ბიჭი სოფელში, ბებიასთან და ბაბუასთან იზრდებოდა.

მიუხედავად თავისი ასაკისა, თანატოლებთან თამაშზე უარს ამბობდა და ბაბუას ეხმარებოდა.  გული  თანატოლებისკენ მიუწევდა, მაგრამ მას მთელი ოჯახის მოვლა ევალებოდა. ჰყავდათ ცხვრები, ძროხა და  ფუტკრები. ბაბუას ნელ-ნელა ღონე აკლდებოდა და ცდილობდა ბიჭისთვის ესწავლებინა საქონლისა და ფუტკრების მოვლა.

ახალგაზრდობაში ბაბუას ფუტკარი, ცხვარი და ძროხა მოეშენებინა, რომლის მოვლას ხანდაზმულობაში ვეღარ უმკლავდებოდა. თავად კაცთმოყვარე და სიკეთით სავსე მოხუცები შვილიშვილს ადამიანების პატივისცემას, პასუხისმგებლობასა და დროის ფასს ასწავლიდნენ. ვაჟი ყველა საჭირო თვისებით შემკული გახლდათ. ბაბუამ სხვადასხვა ხელსაქმე იცოდა მათ შორის დურგლობა.

ბიჭმა ბაბუას დახმარებით მცირე ზომის კომბალი გამოთალა, საკუთარი ხელით დამზადებულ ნივთს ხელი სტაცა და თანატოლებთან გაიქცა,…  მეგობრები ამ დროს ხისგან გამოთლილი ცხენებით ერთობოდნენ., დაინახეს რა პატარა კომბალი მეგობრის ხელში, სიცილი ატეხეს და ვაჟს კომბლე შეარქვეს., ეს ისე ყოველგვარი ცუდი აზრების გარეშე, მაგრამ ვაჟს ეწყინა, თუმცა მალე მიხვდა მეგობრების კეთილ ხუმრობას და მოეწონა მეტსახელი…

ერთ წელს სოფელს დიდი უბედურება დაატყდა თავს. შემოესია მგელი, დათვი და მელა. ნადირმა სულ დაიტაცა საქონელი: ცხვარი, ფრინველი. მონადირეებიც ვერას გახდნენ, ვერაფერი მოუხერხეს გაზაფხულზე მოშიებულ ნადირს. სოფელი გაღარიბდა და თანდათან დაიცალა. ბევრმა სამუშაოს საშოვნელად ქალაქს მიაშურა.
კომბლეს ვერ წარმოედგინა მშობლიური სოფლის დატოვება, ვერაფრით იგებდა, როგორ შეიძლებოდა იმ ადგილიდან სამუდამოდ წასვლა, სადაც ადამიანი დაიბადა და გაიზარდა ., კომბლე ჩაიკეტა ბაბუას სახელოსნოში, მისი ნასწავლი ხელობა გამოიყენა, გამოთალა ბევრი კომბალი, რკინისგან ისრები გამოჭედა,ფუტკრების ოჯახები გაამრავლა.  ცხვრის სადგომიც სარებით თავიდან შემოღობა. მეგობრები დასცინოდნენ – მაინც ვერაფერს გახდებიო, მაგრამ კომბლე იხტიბარს არ იტეხდა, ძალ-ღონეს არ იშურებდა ეზოს გასამაგრებლად, ემზადებოდა ნადირის თავდასხმის შემთხვევაში მის მოსაგერიებლად. ფუტკრის სკები წინ, ეზოს ჭიშკართან მოაწყო, ხოლო საქონელი უკანა ეზოში ჰყავდა.

მოსალოდნელმა საფრთხემაც არ დააყოვნა. ერთ წვიმიან ღამეს, როცა ადამიანს გარეთ გასვლა დაეზარებოდა, კომბლე უკანა ეზოში მდებარე სახელოსნოში ნაკვერჩხალთან რკინის ისრებს ახურებდა. კომბლები ისე ჰქონდა მიმართული ცხვრის სადგომისკენ, რომ ერთი ურდულის გაწევაზე ერთდროულად გაქანდებოდნენ. მშვილდებიც რამოდენიმე ადგილას ჰქონდა დამაგრებული ხის დიდ კუნძზე. უცებ მას ძაღლის ყეფა შემოესმა. ხედავს -ცალკე  მგელი თავისი ხროვით მოემართება,  მეორე მხრიდან – ერთი დიდი დათვი და მელაკუდა კი – საქათმისკენ ჩაცუცქულა. ეს უკვე მეტისმეტი იყო. გამწარდა კომბლე, ჯერ კომბლემი დაუშინა ნადირს, მერე გახურებული ისრები. როდესაც უკანდახეული ცხოველები გასაქცევად წინა ჭიშკარს მიაწყდნენ, იქ ფუტკრის სკებს დაეჯახნენ. ფუტკრები გამწარებულები შეესივნენ და კუდით ქვა ასროლინეს ნადირს.

იმ დღიდან სოფელმა ამოისუნთქა. მეგობრებს არ სჯეროდათ რომ კომბლეს ეს ძალისახმევა სასურველ შედეგს გამოიღებდა, მაგრამ მალე დარწმუნდნენ მეგობრის ქცევის მართებულობაში და თავადაც მიბაძეს მას. ბევრმა თანატოლმა კომბლესგან ხელობა ისწავლა და თავისი შვილიც მიუყვანა შეგირდად. კომბლე დაუზარებლად ასწავლიდა ყველას კომბლების გამოთლას. მას  შეუყვარდა მეზობელ სოფელში მცხოვრები გოგონა, რომელიც ცხვრის მატყლისგან ძაფის დართვისა და ტანისამოსის ქსოვის  ხელობას ფლობდა. ისინი დაქორწინდნენ, შვილებს თავიანთი ხელობა ასწავლეს და ცხოვრობდნენ ბედნიერად.
ასე გადაარჩინა სოფელიგონიერმა და მოხერხებულმა კომბლემ.

 

banner
წინა სტატიაშისკანდალი – სამსახურებიდან დათხოვილები მასობრივი საპროტესტო აქციის გამართვას აპირებენ
შემდეგი სტატიაგიგა ბოკერია დიმიტრი ქუმსიშვილს: “რატომ მოატყუეთ ამომრჩეველი?”