12.8 C
Tbilisi
ხუთშაბათი, თებერვალი 19, 2026
banner

კოლუმბიაში სამგზავრო თვითმფრინავი ჩამოვარდა – დაღუპულია 15 მგზავრი

კოლუმბიაში სამგზავრო თვითმფრინავი ჩამოვარდა. შედეგად 15 ადამიანი დაიღუპა.

შემთხვევა კოლუმბიის ჩრდილო-აღმოსავლეთით მოხდა. თვითმფრინავთან კავშირი დაიკარგა ფრენის დაწყებიდან 12 წუთის შემდეგ, ვენესუელას საზღვართან მდებარე ქალაქ ოკანიაში დაშვებამდე 11 წუთით ადრე.

როგორც მედია წერს, თვითმფრინავში იმყოფებოდა 13 მგზავრი და ეკიპაჟის ორი წევრი. ბორტზე მყოფი 15-ვე ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ერთ-ერთი პოლიტიკოსი, დიოგენეს კვინტერო და მისი გუნდის წევრები.

ქვეყნის პრეზიდენტმა, გუსტავო პეტრომ დაღუპულთა ოჯახებს სამძიმარი გამოუცხადა.

banner
წინა სტატიაშიედიშერ კვარაცხელია – რუსეთ-უკრაინის ომში დაღუპული ქართველი მებრძოლი
შემდეგი სტატიაოჯახის წევრის გაუპატიურების ბრალდებით 19 წლის პირია დაკავებული