Nexta-ს ინფორმაციით, კოლუმბიაში სამგზავრო ავტობუსზე ტერორისტული თავდასხმის შედეგად სულ მცირე 14 ადამიანი დაიღუპა, 20-ზე მეტი კი დაშავდა.
გამოცემის ინფორმაციით, სამგზავრო ავტობუსის თავზე ასაფეთქებელი მოწყობილობა იყო დამონტაჟებული, მისი გააქტიურების შედეგად კი რამდენიმე ავტომობილიც დაზიანდა.
კოლუმბიის კაუკას გუბერნატორი, ოქტავიო გუზმანი აცხადებს, რომ თავდასხმა სერიოზულ საფრთხეს უქმნის ადგილობრივი თემების სიცოცხლესა და უსაფრთხოებას. მან მოსახლეობა გააფრთხილა, რომ რეგიონი „ტერორიზმის ესკალაციის“ წინაშე დგას.
Nexta-ს ცნობით, კოლუმბიის პრეზიდენტმა გუსტავო პეტრომ ინციდენტს ტერორიზმი და ფაშიზმი უწოდა და მომხდარში პირდაპირ დაადანაშაულა „კოლუმბიის რევოლუციური შეიარაღებული ძალების“ (FARC) ფრაქციები, რომლებსაც ივან მორდისკო ხელმძღვანელობს
















