SKYNEWS-ის ინფორმაციით, კოლუმბიაში მომხდარი ძლიერი მიწისძვრის შედეგად დაღუპული ადამიანების რიცხვი 52-მდე გაიზარდა.
მედიასაშუალების ცნობით, ყველაზე მეტი მსხვერპლი ვალე-დელ-კაუკას დეპარტამენტში დაფიქსირდა, სადაც ქვეყნის სიდიდით მესამე ქალაქი კალი მდებარეობს.
მანამდე ქალაქ პერეირას მერმა, მაურისიო სალასარმა განაცხადა, რომ 7.4 მაგნიტუდის სიმძლავრის სტიქიას 18 ადამიანი ემსხვერპლა.
ინფორმაციისთვის, 10 აგვისტოს კოლუმბიაში 7.4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა.













