მასობრივი საპროტესტო აქციის 32-ე დღე საქართველოში. ძალადობრივი დარბევის მიუხედავად აქციები გრძელდება. ქართული ოცნების მარიონეტული რეჟიმის დღევანდელი ე.წ. ფიცის დადება დემოკრატიის შეურაცხყოფაა.
საქართველოს ერთადერთ ლეგიტიმურ პრეზიდენტად რჩება სალომე ზურაბიშვილი – ლიდერი, რომელიც დგას თავის ხალხთან და არა მათ წინააღმდეგ.
რა უნდა გააკეთოს ევროკავშირმა:ამ არალეგიტიმური რეჟიმის არაღიარება;არავითარი ხელის ჩამორთმევა და ლეგიტიმაცია;
ზურაბიშვილის ლეგიტიმურ პრეზიდენტად აღიარება; სანქციები ივანიშვილსა და “ქართული ოცნების” მაღალჩინოსნებს.
32 დღეა ქართველები სიმამაცეს და გამძლეობას იჩენენ. ევროპა მათ გვერდით უნდა დადგეს,-წერს X-ზე ლატვიელი ევროპარლამენტარი, რიჰარდს კოლსი. კოლსი ქართული ოცნების მიერ დასმული პრეზიდენტის, მიხეილ ყაველაშვილის ინაუგურაციას გამოეხმაურა.