,,კოლომოისკის კომპრომატები უკრაინას დაანგრევს,,

უკრაინის დროებით ოკუპირებული ტერიტორიებისა და იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრის მოადგილე გიორგი ტუკას განცხადებით, ლონდონის უმაღლესი სასამართლოს გადაწყვეტილება, მსოფლიოს მასშტაბით დააყადაღოს უკრაინელი ოლიგარქის იგორ კოლომოისკის ანგარიშები, ამ უკანასკნელს უბიძგებს გამოაქვეყნოს მის ხელთ არსებული კომპრომატები, რომელიც უკრაინას დაანგრევს.

,,ჩვენ ველოდებით მთელ რიგ საინფორმაციო აფეთქებებს. სუფთა ქონებრივი საკითხების გარდა, კოლომოისკი ფლობს კომპრომატებით სავსე ჩემოდნების მთელს ეშელონს, რომელთა გახსნას შეუძლია დაანგრიოს უკრაინის სახელმწიფო უწყებები,, აცხადებს ტუკა.

შეგახსენებთ, რომ ებრაული წარმოშობის უკრაინელი ოლიგარქების, იგორ კოლომოისკისა და გენადი ბოგოლუბოვის საქმეზე, რომელიც 19 დეკემბერს ლონდონის უმაღლესმა სასამართლომ განიხილა, და რომელიც ამ პერსონების  მფლობელობაში ჰყოფნის დროს ,,პრივატ  ბანკიდან,, 2 მილიარდამდე დოლარის უკანონო გატანას ეხებოდა, სასამართლოს გადაწყვეტილებით, უკრაინელი ბიზნესმენების ქონებას, მთელი მსოფლიოს მასშტაბით ყადაღა დაედო.

banner
წინა სტატიაშითეა წულუკიანი: „ტიმოშენკოს წინასწარი პატიმრობა სტრასბურგმა უკანონოდ ცნო, მერაბიშვილის კი, კანონიერად − ეს ორი საქმე რადიკალურად განსხვავებულია“
შემდეგი სტატიაჯაბა იოსელიანი: ,,დემოკრატია- ლობიოობა არ არის!