კოლომოისკი ზელენსკის დეფოლტის გამოცხადებას ურჩევს

უკრაინელი ოლიგარქი იგორ კოლომოისკი ქვეყნის პრეზიდენტს ვლადიმირ ზელენსკის სთავაზობს უარი თქვას საერთაშორისო სავალურო ფონდის დახმარებაზე და ქვეყნის საგარეო ვალებზე დეფოლტი გამოაცხადოს – Financial Times-თან ინტერვიუში თქვა 26 მაისს.

“ვფიქრობ, რომ ჩვენს კრედიტორებს ისე უნდა მოვექცეთ, როგორც ბერძნები” – თქვა კოლომოისკიმ. 2015 წელს საბერძნეთი პირველი განვითარებული ქვეყანა იყო, რომელმაც დროებით, მაიგრამ მანც უარი თქვა საერთაშორისო სავალურო ფონდის მიერ გაცემული კრედიტის გადახდაზე. კოლომოისკის, ასევე, არგენტინის მაგალითიც მოყავს: “რამდენჯერ იყო არგენტინაში დეფოლტი? და რა, მათ ყველაფრის რესტრუქტურიზაცია მოახდინეს”.

რამდენიმე დღის წინ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელად ანდრეი ბოგდანი დაინიშნა, რომელიც კოლომოისკის ადვოკატია. თვითონ ოლიგარქი უკრაინაში ორწლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა. ის ზელენსკის ღიად უჭერდა მხარს.

banner
წინა სტატიაშიმიხეილ სააკაშვილი: დღევანდელი დღე მინდა მივულოცო გიორგი ანწუხელიძის შვილებს
შემდეგი სტატიაისრაელის პრეზიდენტი შოკირებულია რჩევით, ებრაელებმა კიპა არ ატარონ გერმანიაში