კოლხეთის დაბლობზე ღამის საათებში ჰაერის ტემპერატურის -5,-8 გრადუსამდე დაწევამ შესაძლოა ციტრუსოვანი კულტურების მოყინვა გამოიწვიოს

11 თებერვალს საქართველოში უნალექო ამინდი და ღამის საათებში ძლიერი ყინვებია მოსალოდნელი.

ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

მათივე ცნობით, კოლხეთის დაბლობზე ღამის საათებში ჰაერის ტემპერატურის -5,-8 გრადუსამდე დაწევამ შესაძლოა ციტრუსოვანი კულტურების მოყინვა გამოიწვიოს.

“12 თებერვალს დღის მეორე ნახევრიდან 13 თებერვლის დილამდე დასავლეთ საქართველოში და აღმოსავლეთ საქართველოს დასავლეთ ნაწილში კვლავ მოსალოდნელია ნალექი, მთაში და მაღალმთაში თოვლის სახით, ზოგან ძლიერი, ზღვაზე 4-5 ბალიანი შტორმი, მაღალმთაში ზოგან ნისლი, ქარბუქი და ზვავსაშიშროება. აღნიშნულ დღეებში საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ყინვები შედარებით შესუსტდება”, – აცხადებენ გარემოს ეროვნულ სააგენტოში.

banner
წინა სტატიაშიზვიად კვაჭანტირაძე: გიგი უგულავას ერთიდაიგივე საქმეზე განმეორებით დაჭერის შესახებ არის ყოვლად უგუნური გადაწყვეტილება
შემდეგი სტატიაიმედგაცრუებული ვარ, რომ საქართველომ აირჩია გზა გაზარდოს პოლიტიკურად მოტივირებული ძალადობა ოპოზიციონერ პოლიტიკოსებზე