კოლეგებთან ნებისმიერი არგუმენტებით კამათი აზრს კარგავს, რადგან არსებობს შიდაპარტიული ზეწოლა

ჩემთვის ასეთი კენჭისყრები აზრს კარგავს. მგონია, რომ პარლამენტის წევრების თავისუფალი ნება მაქსიმალურად შეზღუდულია,-ამის შესახებ დამოუკიდებელმა დეპუტატმა, გედევან ფოფხაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, კოლეგებთან ნებისმიერი არგუმენტებით კამათი აზრს კარგავს, რადგან არსებობს შიდაპარტიული ზეწოლა.

„როცა ვცდილობთ, ერთმანეთი რაღაცაში დავარწმუნოთ, იმის გარანტია უნდა გვქონდეს, რომ საქმე თავისუფალ სივრცესთან და თავისუფალ ადამიანებთან გვაქვს. თუ ადამიანები შიდა პარტიულ ზეწოლას განიცდიან და მათ მიუთითებენ, როგორ უნდა მოიქცნენ და გადაწყვეტილება როგორ უნდა მიიღონ, რა არგუმენტებიც არ უნდა დავუპირისპირო, მსჯელობას აზრი აღარ აქვს. კონსტიტუციაში წერია, რომ დეპუტატს თავისუფალი მანდატი აქვს, კონსტიტუციური გარანტიები სწორედ იმიტომ არის, რომ მის საქმიანობაში არავინ ჩაერიოს. როცა პირდაპირი მინიშნებაა, რომ პოზიციას თუ უპირობოდ არ გაიზიარებს, გუნდიდან გარიყავენ, ნებისმიერი არგუმენტებით საუბარი აზრს კარგავს. როგორი კარგი არგუმენტებიც არ უნდა მქონდეს, მეორე მხარეს პარტიული დისციპლინიდან გამომდინარე, პოზიცია ჩამოყალიბებული აქვთ და ისეთ მდგომარეობაში ვართ, შეაყარე კედელს ცერცვიო“,-განაცხადა გედევან ფოფხაძემ.

პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის კანონპროექტს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა.

banner
წინა სტატიაშიირაკლი თავართქილაძე – დავით სოკოლოვს ახა­ლა­შე­ნე­ბულ კორ­პუს­ში თეთ­რი კარ­კა­სის მდგო­მა­რე­ო­ბით 2 ბინა შევთავაზეთ
შემდეგი სტატიარომან გოცირიძე: სესიაშვილმა უგუნური კანონპროექტი შემოიტანა