კოკოითის მომხრეები სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში პროტესტს განაგრძობენ

თვითგამოცხადებული სამხრეთ ოსეთის უმაღლესი სასამართლო ახალ სხდომას არ ჩაატარებს ექს-პრეზიდენტის ედუარდ კოკოითის საჩივართან დაკავშირებით – ამის შესახებ დე-ფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ალან ტეხივმა განაცხადა. მისი თქმით, სასამართლოს გადაწყვეტილება არ შეიცვლება.
ტეხივის თქმით, “ხელისუფლების წარმომადგენლები კოკოითის მომხრეებთან დიალოგს გააგრძელებენ. ლეონიდ თიბილოვი ყოველთვის მზად არის დიალოგისთვის. ჩვენ ღია ვართ და მზად ვართ განვიხილოთ საკითხები მათ გარდა, რაც ჩვენს კანონმდებლობას ეწინააღმდეგება” – თქვა ტეხოვმა.
შეგახსენებთ, რომ ედუარდ კოკოითი ცხივნალის რეგიონში თვითგამოცხადებული რესპუბლიკის მიერ დანიშნულ საპრეზიდენტო არჩევნებზე არ დაარეგისტრირეს როგორც კანდიდატი, რამაც კოკოითის მომხრეებში პროტესტი გამოიწვია.
სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო რესპუბლიკაში საპრეზიდენტო არჩევნები 9 აპრილს არის დანიშნული.

banner
წინა სტატიაში“პრეზიდენტმა ამ კანონს ვეტო აუცილებლად უნდა დაადოს’’ – სერგო რატიანი
შემდეგი სტატია„თქვენ დგახართ ჩვენი სახელმწიფოს უსაფრთხოების სადარაჯოზე”-პრემიერი ომალოს სასაზღვრო სექტორზე მესაზღვრეებს შეხვდა