კოკისპირული წვიმა წალენჯიხაში-თამარ ბელქანია მოვლენების ეპიცენტრიდან

“კოკისპირული წვიმის შედეგად, წალენჯიხის მუნიციპალიტეტში, ქალაქის ცენტრალური ქუჩები დაიტბორა. განადგურებულია ვენახები, ნათესები, ნარგავები და შიდა სასოფლო გზები”-ამის შესახებ წალენჯიხის მერის მოადგილე, თამარ ბელქანია “თაიმერთან” საუბარში აცხადებს. მისივე განცხადებით, დაიტ­ბო­რა რამ­დე­ნი­მე სო­ფელ­ში სახ­ნავ-სა­თე­სი სა­ვარ­გუ­ლე­ბი. დატ­ბო­რი­ლია სახ­ლე­ბი და ქა­ლაქ­ში მდე­ბა­რე ობი­ექ­ტე­ბი, სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გზე­ბი და ტრო­ტუ­ა­რე­ბი. ამ წუთებში წალენჯიხის მუნუციპალიტეტს არ მიეწოდება ელქტროენერგია. შეზღუდულია ინტერნეტის მომსახურებაც.

ბელქანიას განცხადებით, ამ წუთებში გაწმენდით სამუშაოებს მიმდინარეობს. ამ დროისთვის, წალენჯიხაში წვიმა შესუსტებულია.

banner
წინა სტატიაშიბერლინში ოცნების წევრებისა და კობახიძის ვიზიტის პარალელურად აქტივისტებმა აქცია გამართეს
შემდეგი სტატია40°C სიცხის ფონზე ხორვატიაში, მონტენეგროში, ბოსნიასა და ალბანეთში ელექტროენერგიის გათიშვა დაიწყო