კოხტას მთაზე ხანძრის ლოკალიზების პროცესში სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი უკვე ჩაერთო

თელავის რაიონში, კოხტას მთაზე ხანძრის ლოკალიზების პროცესში სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი უკვე ჩაერთო.
როგორც კახეთის გუბერნატორი ირაკლი ქადაგიშვილი აცხადებს, ქართულ ვერტმფრენთან ერთად მალე ხანძრის ლოკალიზების პროცესში ირანული ვერტმფრენებიც ჩაერთვებიან.

კახეთის გუბერნატორის ინფორმაციით, რთული რელიეფის გამო ვერტმფრენის ჩართვა არის აუცილებელი თუშეთში, სოფელ ხახაბოშიც.
”ვერტმფრენები ორივე ლოკაციაზე გადანაწილდებიან. ხანძრები დიდი არ არის, თუმცა ორივე ტერიტორია მიუდგომელია და საჭირო გახდა ავიაციის ჩართვა”, – განაცხადა ქადაგიშვილმა.

banner
წინა სტატიაშიზუგდიდის გამგეობის სოციალური პროგრამებით, აგვისტოს თვეში 601 ბენეფიციარმა ისარგებლა
შემდეგი სტატიამიხეილ სააკაშვილის ძმა, დავით სააკაშვილი გაათავისუფლეს