კოკაინი რუმინეთში: შავმა ზღვამ ათობით კილო კოკაინი გამორიყა

რუმინეთის პოლიციამ მასშტაბური სამძებრო ოპერაცია ჩაატარა მას შემდეგ, რაც შავი ზღვის სანაპიროზე ათობით კილო კოკაინი გამორიყა. ჯამში, 130 კილო დაფასოვებული პაკეტები. ოპერაცია ისევ გრძელდება -ამის შესახებ “ბიბისი” წერს.

სანაპირო ზოლზე დაახლობით 14 გემი და 300 ოფიცერი პატრულირებს. ითვლება, რომ რუმინეთზე გადის ნარკოტიკების სატრანზიტო მარშრუტი, რომელიც ლათინურ ამერიკასა და ევროპას აერთიანებს. სავარაუდოდ, გამორიყული პაკეტები ერთი ტონა კოკაინის პარტიის ნაწილია, რომელიც, ორი კვირის წინ მიგდებულ გემზე იპოვეს.
სამძებრო ოპერაციაში, ასევე ორი ვეტმფრენია ჩართული.

2005 წელს რუმინეთში 2,5 ტონა კოკაინი ამოიღეს, რაც, ჯამში 600 მილიონი ევროს ღირებულების იყო. კოკაინი, რომელიც ნიდერლანდებში უნდა შეეტანათ, ბანანების კონტეინერებში იყო ჩამალული.

banner
წინა სტატიაშიედოღანი: სტამბოლში არჩევნები დარღვევებით ჩატარდა
შემდეგი სტატიამამუკა მდინარაძე- პოპულისტურ გამონათქვამებს, თითქოს ქვეყანაში დიდი არეულობაა, დემოკრატიის ხარისხი უნდა დავუპირისპიროთ