კოკა თოფურია: “საქართველოს უნივერსიტეტი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ახალგაზრდებში გააღვივოს ის ღირებულებები, რაც დასავლური და ევროპულია

“გულწრფელად გვჯერა, რომ ერთ დღეს, საქართველო ჩვენი ოჯახის სრულფასოვანი წევრი გახდება”, – ამის შესახებ განცხადება ევროკავშიროს ელჩმა საქართველოში, პაველ ჰერჩინსკიმ გააკეთა.

“მადლობელი ვარ კონფერენციის ორგანიზატორებისა და “საქართველოს უნივერსიტეტისა” ამ მნიშვნელოვანი, ყოველწლიური კონფერენციისთვის, რომელიც ევროპის მომავალს ეძღვნება. გულწრფელად გვჯერა, რომ ერთ დღეს, საქართველო ჩვენი ოჯახის სრულფასოვანი წევრი გახდება. შესაბამისად, ქართველი მეცნიერებისა და მკვლევარების ხმა, უკიდურესად გადამწყვეტ როლს შეასრულებს იმ დისკუსიაში, თუ, როგორ უნდა მოერგოს ევროპა, ცვლილებებით სავსე საერთაშორისო რეალობას”, – განაცხადა ჰერჩინსკიმ.

“საქართველოს უნივერსიტეტის” რექტოროს, კონსტანტინე თოფურიას თქმით, უნივერსიტეტი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ახალგაზრდებში გააღვივოს ის ღირებულებები, რაც დასავლური და ევროპულია.“საქართველოს აქვს მნიშვნელოვანი როლი ევროპულ-დასავლური ცივილიზაციის მშენებლობაში. იქ, არის ჩვენი ადგილი. “საქართველოს უნივერსიტეტი” ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ახალგაზრდებში, ახალ თაობებში გააღვივოს ის ღირებულებები, რაც არის დასავლური და რაც არის ევროპული. ეს არის ადამიანის უფლებები, ლიბერალიზმი, დემოკრატია”, – განმარტა კონსტანტინე თოფურიამ.

მაიკლ კლარკი კი ამბობს, რომ ევროპული უსაფრთხოების საკითხებში ახალი მიდგომების ჩამოყალიბებაში საქართველო მნიშვნელოვან როლს დაიკავებს.“ იმედი მაქვს, რომ ეს კონფერენცია ხელს შეუწყობს იმას, რომ საქართველო არ დავივიწყოთ, როგორც ქხალი ევროპული უსაფრთხოების არქიტექტურის მნიშვნელოვანი ნაწილი. ჩვენ უნდა ჩამოვაყალიბოთ სრულიად ახალი მიდგომები ევროპული უსაფრთხოების საკითხებში, როგორც პოლიტიკურ, ისე სამხედრო თვალსაზრისით და ამ პროცესში საქართველოს მნიშვნელოვანი როლი უნდა ჰქონდეს”, – აღნიშნა თავდაცვის კვლევების პროფესორმა, მაიკლ კლარკმა.

ეკონომიკური კვლევის ცენტრის უფროსი, დიპლომატი და მკვლევარი, გიგი გიგიაძე მიიჩნევს, რომ პოლიტიკური პარტია “ქართული ოცნება” ქვეყანას ართმევს ერთჯერად შანსს, რომ უახლოეს მომავალში, საქართველო ევროკავშირის წევრი გახდეს.

“მინდა მადლობა გადავუხადო ორგანიზატორებს და იმედი მაქვს, მომავალშიც გვექნება შესაძლებლობა მსგავსი საკითხების განხილვისა, ვინაიდან, ავტორიტარიზმის ასეთი დამძიმების პირობებში, რასაც ჩვენ ახლა ვადევნებთ თვალ-ყურს, მისასალმებელია, რომ ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა თავისუფლად ვისაუბროთ საქართველოს დასავლურ, ევროპულ და ევროატლანტიკურ მომავალზე”, – განაცხადა გიგი გიგიაძემ.

საქართველოს უნივერსიტეტის უსაფრთხოების, პოლიტიკისა და ნაციონალიზმის კვლევითი ცენტრი (UGSPN) საერთაშორისო კონფერენციას ყოვეწლიურად მასპინძლობს. კონფერენცია გლობალურ და ლოკალურ დონეზე მიმდინარე აქტუალურ საკითხებს ეძღვნება და აერთიანებს მეცნიერებს, პრაქტიკოსებს და პოლიტიკოსებს უსაფრთხოების, პოლიტიკისა და ნაციონალიზმის კრიტიკული საკითხების განსახილველად.

საქართველოს უნივერსიტეტი (UG) ყველაზე რეიტინგული კერძო უნივერსიტეტია საქართველოში, რომელმაც რეპუტაცია აკადემიური წარმატებისა და საერთაშორისო სტანდარტებისადმი ერთგულებით მოიპოვა. მისი მისიაა განათლებისა და კვლევისადმი ინოვაციური, დინამიური და გლობალური მიდგომის ხელშეწყობა. საქართველოს უნივერსიტეტის ძირითადი ღირებულებებია თავისუფლება, ჰუმანურობა და სრულყოფილება. აღნიშნული ღირებულებების გათვალისწინებით, საქართველოს უნივერსიტეტი ცდილობს დადებითი გავლენა მოახდინოს აკადემიურ სფეროზე, ადგილობრივ საზოგადოებასა და მსოფლიოში ქვეყნის რეპუტაციული გავლენის ზრდაზე.

banner
წინა სტატიაშიუკრაინამ გაყინული რუსული აქტივებიდან კიდევ ერთი მილიარდი ევრო მიიღო
შემდეგი სტატიაისრაელის “ამომავალი ლომის” ოპერაციმ გაანადგურა ირანის სამხედრო და ბირთვული ინფრასტრუქტურის მთავარი ფიგურები