“გუშინ, იმედის ეთერში, მორიგი ცილისმწამებლური კამპანია გაეშვა საქართველოს უნივერსიტეტისა და ჩვენი ყოფილი თანამშრომლის, საბა ჯაჯანიძის მიმართ.
ცხადია, რაც იქ ითქვა, მტკნარი სიცრუეა.
რაც შეეხება საბას, მან საკუთარი ინიციატივით შეწყვიტა უნივერსიტეტთან შრომითი კონტრაქტი.
საბა არის მაღალი კვალიფიკაციის მქონე, უაღრესად პატრიოტი და პატიოსანი ახალგაზრდა, კარგი ადამიანი.
მასთან ვმეგობრობ და, იმედი მაქვს, მომავალში, ჩვენი საქმიანი ურთიერთობის გზებიც კვლავ გადაიკვეთება,-წერს „საქართველოს უნივერსიტეტის“ რექტორი, კოკა თოფურია.















