“კოკა-კოლას“ დირექტორმა სალომე ზურაბიშვილს 50 ათასი ლარი შესწირა

სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო კამპანიის მთავარი დამფინანსებელი „კოკა-კოლას“ დირექტორი ვახტანგ ლაღიძეა. პარტიების ფინანსური მონიტორინგის სამსახურმა პარტიების დაფინანსების შესახებ ინფორმაცია გამოაქვეყნა.

ირკვევა, რომ საარჩევნო კამპანიის დაწყებიდან დღემდე „კოკა-კოლას“ დირექტორმა სალომე ზურაბიშვილს 50 ათასი ლარი შესწირა, ხოლო თავად სალომე ზურაბიშვილმა თავის თავს 40 ათასი ლარი.

ჯამში პრეზიდენტობის კანდიდატმა შემოწირულობის სახით 107 ათასი ლარი მიიღო, შემომწირველებს შორის არიან მისივე შტაბის თანამშრომლები.

banner
წინა სტატიაშისოფელ ხელთუბანში ახალგაზრდის გარდაცვალებასთან დაკავშირებით შსს განცხადებას ავრცელებს
შემდეგი სტატიახომ გიპასუხეთ გუშინ და მდივანი ხომ არ ვარ თქვენი… დაინტერესდებიან, ალბათ, შესაბამისი სამსახურები –