კოკა ყანდიაშვილი ზურაბ ჟვანიაზე: მკვლელობამდე ოთხი-ხუთი საათით ადრე მობილურით ვისაუბრეთ

ჟურნალისტი კოკა ყანდიაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ ყოფილ პრემიერ-მინისტრ ზურაბ ჟვანიას, გარდაცვალებამდე ოთხი-ხუთი საათით ადრე ესაუბრა.

„ზურაბ ჟვანია დღეს 53 წლის გახდებოდა. მკვლელობამდე, 4-5 საათით ადრე მობილურით ვისაუბრეთ, მითხრა, ხვალ ვერ მოვახერხებ და ზეგ შევხვდეთო, კარგ ხასიათზე იყო, ხუმრობდა.

ვთანამშრომლობდით და ვმეგობრობდით, მიუხედავად ამისა, არასოდეს გამიბედია მისთვის საჯაროდ “შენობით” მიმემართა (ამაზე ბრაზობდა :)). მიხარია, რომ დღეს ჩვენი შვილები მეგობრობენ, ზურას ძალიან კარგი შვილები ჰყავს – აი ისეთი, მამის გულს სიამაყით რომ აავსებდა.

გაანთლოს ღმერთმა ამ კაცის სული.მენატრება ხოლმე ზურა. რამდენ უბედურებას გადარჩებოდა საქართველო – ზურა რომ არ მოეკლათ?!“, – წერს კოკა ყანდიაშვილი.

banner
წინა სტატიაშისაკონსტიტუციო კომისიის ხელმძღვანელი ირაკლი კობახიძე იქნება
შემდეგი სტატიასაია: კულტურის მინისტრის ბინაში რეგისტრირებულ კომპანიას სახელმწიფოს მიმართ მილიონ ლარზე მეტი ვალი აქვს