კოკა ყანდიაშვილი შესაძლოა, „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ხელმძღვანელად დაინიშნოს?

დავით მაღრაძემ „პირველი არხი“ დატოვა

 

მიუხედავად იმისა, რომ „ქართული ოცნება“ თავისი ოთხწლიანი მოღვაწეობის ერთ-ერთ მთავარ მიღწევად მედიის თავისუფლებას ასახელებს და იმასაც აცხადებს, რომ იგივე „რუსთავი 2“-ზე ზეწოლას არ ახდენს, ანუ ის ყველაფერი, რაც ამ ტელეკომპანიის გარშემო მიმდინარეობს, წმინდა კერძო დაავა – ერთმანეთს ორი იურიდიული პირი ედავება, მაგრამ ოპოზიცი, განსაკუთრებით, „ნაციონალური მოძრაობა“ ამ შეფასებას არ იზიარებს და აცხადებს, რომ „ოცნება“ ყველაფერს გააკეთებს მედიის დასამორჩილებლად.

„ნაციონალების“ მხრიდან ცოტა უხერხულია, როცა მედიის კონტროლზე ლაპარაკობენ, რადგან იმ დროს, როცა ეგენი იყვნენ ხელისუფლებაში, თითქმის ყველა ტელევიზია მკაცრი კონტროლის ქვეშ იმყოფებოდა, ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, მსოფლიოს ყველზე ავტორიტარულ ქვეყანაშიც კი არ მომხდარა, რომ ხელისუფლება დამოუკიდებელ ტელეკომპანიაში სპეცრაზმით შესულიყო, მაგრამ „იმედის“ ამბებიდან დიდი დრო გავიდა და „ნაციონალებს“, როგორც ჩანს, ჰგონიათ, რომ ეს ყველაფერი ხლხს აღარ ახსოვს,“ – აღნიშნავს „თიმერთან“ საუბრის დროს ჩვენი ინკოგნიტო რესპოდენტი.

სხვათა შორის, რაკი სიტყვა „იმედზე“ ჩამოვარდა, აქვე, აღსანიშნავია ბოლო დროს ქართულ მედიაში გავრცელებული ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, პატარკაციშვილების ტელევიზიაში გარკევული პერეტრუბაციები იგეგმება. ასე, მაგლითად, მედიაში დაიწერა, რომ ნინო შუბლაძე, რომელიც წლების მანძილზე არათუ „რუსთავი 2“-ის სახე, არამედ, ამ არხის საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელი და ასევე, მმართველი რგოლის წარმოამდგენელი იყო და რომელმაც მას შემდეგ, რაც „ოცნება“ მოვიდა ხელისუფლებაში, „რუსთავი 2“ დატოვა, შესაძლოა, „იმედის“ სახედ ვიხილოთ.

შუბლაძის „რუსთავი 2“-დან წამოსვლას წინ ერთი ინციდენტი უძღოდა: მისი და ნიკა გვარამიას სამუშაო კაბინეტებში ფარული სათვალთვალო აპარატურა აღმოაჩინეს. მაშინ „რუსთავი 2“-ის ხელმძღვანელობამ თქვა, რომ ეს აპარატურა „ოცნებამ“ დამონტაჟა, თუმცა „ოცნებამ“ ყველაფერი წინა ხელისუფლებს დააბრალა.

ასე იყო თუ ისე, მომხდარზე სისხლის სამართლის საქმე აღიძრა, თუმცა დღემდე არ ვიცით, გამოძიება რა ეტაპზეა. სამაგიეროდ, სხვადასხვა არხებით ვრცელდლება არაოფიციალურ ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ადამიანი, რომელსაც „რუსთავი 2“-ში უსაფრთხოების საკითხები ებარა, „ოცნების“ ძალოვან უწყებაში დასაქმდა.

რაც შეეხება შუბლაძეს, „რუსთავი 2“-დან წასვლის შემდეგ, ცოტა ხანში, მან მუშაობ ჯანდაცვის სამინისტროში დაიწყო. ახლა კი, როგორც აღვნიშნეთ, მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ შესაძლოა, „იმედის“ „ქრონიკა“ წაიყვანოს.

აქვე, შეგახსენებთ, რომ „იმედის“ საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელად არცთუ ისე დიდი ხნის წინ, ნანა ლეჟავა დაინშნა, რომელიც 2007 წლამდე „რუსთავი 2“-ის სახე იყო. მოგვიანებით კი, ირაკლი ოქრუაშვილის პარტიის წევრი გახდა, თუმცა მას შემდეგ, რაც ოქრუაშვილი დაიჭირეს, ლეჟავამ პარტია დატოვა და „ნაციონალების“ მმართველობის ბოლო მომენტამდე დამოუკიდებელ ჟურნალისტურ გამოძიებათა ციკლს აკეთებდა, რომელიც მაშინდელ ოპოზიციურ არხებზე გადიოდა.

„იმედის“ გარდა, როგორც „თაიმერს“ საკუთარი წყარო ეუბნება, გარკვეული ცვლილებებია მოსალოდნელი „საზოგადოებრივ მაუწყებელზე“.

„მაქვს ინფორმაცია, რომ მალე დღის წესრიგში შეიძლება, „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ხელმძღვანელის შეცვლის საკითხი დადგეს. ამ პოსტზე, როგორც მე მომაწოდეს ინფორმაცია, რამდენიმე კვირის წინ, კოკა ყადიაშვილის კანდიდატურა განიხილებოდა, მაგრამ ამ ეტაპაზე ყანდიაშვილის საკითხი დღის წესრიგში აღარ დგას, რადგან ბიძინა ივანიშვილთან გარკვეული ადამიანები მისულან და უთქვამთ, რომ ყანდიაშვილის „მაუწყებელში“ დაბრუნება თნმშრომელბში დიდ აჟიოტაჟს გამოიწვევდა.

14954517_1242941445729354_1934594550_o

ზოგადად, ივანიშვილი ასეთ რჩევებს ყურადღებას აქეცვს ხოლმე და როგორც ჩანს, კეთილიმსურველებს ყური ახლაც დაუგდო,“ – აღნიშავს „თაიმერთან“ საუბრის დროს ჩვენი წყარო, რომელიც აქვე გვეუბნება, რომ „საზოგადოებრვი მაუწყებელი“ პოეტ დავით მაღრაძეს დაუტოვებია, რომელსაც ამ არხზე გადაცემათა ციკლი „შეხვედრები მწერალთა სახლში“ მიჰყავდა.

14961304_1242942189062613_1045949320_n

„თაიმერი“ დაინტერესდა, თუ რა გახდა მაღრაძის მიერ „საზოგადოებრივი მუწყებლის“ დატოვების მიზეზი, მაგრამ „თაიმერის“ წყარომ ამ თემაზე დეტალური საუბრისგან თავი შეიკავა.

რაც შეეხება ყანდიაშვილის, ის „საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის“ უცხო არ არის – წლების განმავლობაში ამ არხზე მუშაობდა და ხელმძღვანელ რგოლშიც იყო. „ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, ყანდიშვილი მთავრობის კანცელარიაში სპეციალური დეპარტამენტის ხელმძღვანელად დაინიშნა, რომელსაც, უხეშად რომ ვთქვათ, საზოგადოებასთან და მედიასთან კომუნკაცია ევალება, თუმცა ორი წელი იქნება, რაც ის ოფიციალურად სახელმწიფო უწყებებში აღარ მუშაობს, მაგრამ როგორც „თაიმერს“ უთხრეს, „ოცნებასთან“ ისევ მეგობრობს და მმართველი გუნდის 2016 წლის საარჩევნო კამპანიასაც, ზურაბ ბიგვავასთან ერთად, არაოფიციალურად კურირებდა.

მას მერე, რაც სახელმწიფო სამსახურიდან წამოვიდა, ითქვა, რომ ყანდიაშვილი „მაესტროზე“ გადაცემის გაკეთებას გეგმავდა, თუმცა ეს მოარული ინფორმაცია არ გამართლდა.

ბერდია კალანდია

banner
წინა სტატიაშიგიგი უგულავას საგანგებო წერილი და მიმართვა თანაპარტიელებს
შემდეგი სტატიაიუსტიციის სამინისტროში უწყებათშორისი კომისიის სხდომა მიმდინარეობს