კოკა კაციტაძე : რეზონანსული საქმეების გახსნას ველოდებით

პროკურორ კოკა კაციტაძის განცხადებით, მოქალაქეები, რომლებიც დღეს სამართლის აღდგენას ითხოვენ, პოლიტიკური ინტერესების მსხვერპლი იყვნენ.

პროკურორი მოქალაქეებს პირობას აძლევს, რომ ისინი სამართალს მიაღწევენ.

“ადამიანებს უძრავ-მოძრავ ქონებას ართმევდნენ და სჯიდნენ მხოლოდ იმის გამო, რომ განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებები ჰქონდათ. ეს ადამიანები, ახალი დეპარტამენტისგან საქმეების ეფექტურ გამოძიებას ითხოვენ. გამოძიება 400-მდე სისხლის სამართლის საქმეზე მიმდინარეობს. თუმცა, ეს 400 მოქალაქეს არ უკავშირდება. ზოგ საქმეში მრავალი ეპიზოდია. ამ საქმეებს სამომავლო პერსპექტივა ნამდვილად აქვს.

მოქალაქეებს ვპირდებით, რომ ისინი სამართალს აუცილებლად მიაღწევენ. გამოძიებას ვაგრძელებთ და უახლოეს მომავალში მათ შორის, რეზონანსული საქმეების გახსნას ველოდებით“, – განაცხადა კაციტაძემ.

banner
წინა სტატიაშიგიგი წერეთელი : “ქვეყანას სჭირდება მეტი ოპოზიციური ხმა პარლამენტში”
შემდეგი სტატიააკაკი ბობოხიძე : “თუ ქუთაისი მხარს დაუჭერს “ქართულ ოცნებას”, ქალაქი დაკარგავს საპარლამენტო სტატუსს”