კოკა კაციტაძე: გაფრთხილებულია ყველა სასაზღვრო პუნქტი, რათა მოხდეს ინფორმირება გოდერძი თევაზაძის დაკავების მიზნით

საქართველოს მთავარ პროკურატურაში აცხადებენ, რომ დემურ სტურუას თვითმკვლელობამდე მიყვანაში ბრალდებულ გოდერძი თევზაძეს საქართველოს საზღვარი რა გადაუკვეთავს.

როგორც ჟურნალისტებს პროკურატურის წარმომადგენლემა, კოკა კაციტაძემ განუცხადა, გაფრთხილებულია ყველა სასაზღვრო პუნქტი, რათა მოხდეს საგამოძიებო სამსახურების ინფორმირება მისი დაკავების მიზნით.

„ჩვენ გვაქვს ხელთ დაკავების განჩინება, რომელიც სასამართლოდან ავიღეთ. მიმდინარეობს ყოფიფილი პოლიციელის დაძებნის ღონისძიებები. ჩვენ ხელთ არსებული მონაცემებით, მას საქართველოს სახელწიფო საზღვარი არ აქვს გადაკვეთილი. გაფრთხილებულია ყველა სასაზღვრო პუნქტი, რომ მისი გამოჩენის შემთვევაში მოხდეს საგამოძიებო სამსახურების ინფორმირება მისი დაკავების მიზნით“,-აღნიშნა კაციტაძემ.

მისივე თქმით, ასევე, პროკურატურამ მივმართა სასამართლოს შუამდგომლობით ყოფილი პოლიციელის მიმართ აღკვეთის ღოისიძების სახით პატიმრობის გამოყენების მოთხოვნით, რის შემდეგაც პროცესში ჩაერთვება სამძებრი სამსახური.

კაციტაძემ კიდევ ერთხელ განმარტა, რომ საქართველოს პროკურატურის მიერ გამოტანილია დადგენილება შსს-ს სამტრედიის რაიონული სამმართველოს პოლიციის უბნის ინსპექტორის, გოდერძი თევზაძის ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიცემის თვითმკვლელობამდე მიყვანისა და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების გამო.

„2016 წლის 7 აგვისტოს თევზაძემ თავისთან დაიბარა მოქალაქე დემურ სტურუა, რეომელზედაც ახდენდა ფსიქოლოგიურ ზეწოლას. მას ემუქრებოდა, სთხოვდა პოლიციასთან თანამშრომლბას და აყენებდა ფიზიკურ შეურაცხყოფას. აღნიშნული ქმედების გამო, დემურ სტურუამ სიცოცხლე დაასრულა თვითმკვლელობით“,-განაცხადა კოკა კაციტაძემ.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს სახალხო დამცველი მთავრ პროკურატურას და შს სამინისტროს მიმართავს
შემდეგი სტატიაპაატა ბურჭულაძემ განმუხურში დეპუტატობის კანდიდატები დაასახელა