კოჯორში, დევნილთა დასახლებაში საგზაო ინფრასტრუქტურა წესრიგდება

მთაწმინდის რაიონის გამგეობა კოჯორში, კვინიტაძის ქუჩაზე, დევნილთა დასახლებაში საგზაო ინფრასტრუქტურას აწესრიგებს, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, საგზაო სამუშაოებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან ერთი მილიონი ლარია გამოყოფილი.

„პროექტის ფარგლებში, 7 000 კვ.მ ფართობზე ასფალტის ორფენიანი საფარი დაიგება და 2 500 მეტრი სიგრძის ბორდიური მოეწყობა. საგზაო სამუშაოების დაწყებამდე აღნიშნულ ქუჩაზე კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ წყლის ქსელი სრულად განაახლა. აღნიშნულ დასახლებაში 100-მდე ოჯახი ცხოვრობს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

banner
წინა სტატიაშინადირაძე: ხელისუფლებამ ქართული დიპლომატია დაასუსტა და დიპლომატიური სტრუქტურები ჩამოშალა
შემდეგი სტატიაგიორგი ბოტკოველი: კახეთი პროქართულად და პროევროპულად მოაზროვნე ხალხით დასახლებული რეგიონია და განაჩენში, რომელსაც საქართველო 26 ოქტომბერს ბიძინა ივანიშვილს გამოუტანს, კახეთი გამორჩეულ ადგილზე იქნება