(video)კოდორი შეიძლება ადიდდეს და სოფლები დატბოროს

kodoriმდინარე კოდორი შესაძლებელია კალაპოტიდან გადმოვიდეს და ახლოს მდებარე სოფლები გაანადგუროს, თუკი დროულად არ იქნება ნაპირსამაგრი სამუშაოები ჩატარებული – აცხადებს აფხაზეთის ე.წ. ბუნების დაცვისა და ეკოლოგიის ხელმძღვანელი საველი ჭითანავა.
“თუკი არ შესრულდება აუცილებელი სამუშაოები, ხიდიდან 3-5 კილომეტრის სიგრძეზე, მოხდება შემდეგი რამ: მდინარე კალაპოტიდან გადმოვა და მიმდებარე სოფლებს დატბორავს. იქ ასევე მდებარეობს მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემები, რომლებიც მე უკვე ნვახე, რომ წყალში დგანან. მდინარემ 20 სმ-ით მოიმატა. თბილი დღეები დადგა, თოვლი დნობის პროცესშია” – განაცხადა ჭითანავამ.

https://youtu.be/KJKE5hA97nU

banner
წინა სტატიაში(video)პრემიერ-მინისტრის საგანგებო განცხადება
შემდეგი სტატიაკონსტანტინე გამსახურდია:”ისეთი შეგრძნება მაქვს, დაგვცინის ვიღაც დედაარღნიანი”