კოჭლამაზაშვილმა სისხლის სამართლის კოდექსის 223′ მუხლით ბრალდებული სამი კანონიერი ქურდის მიმართ გამამართლებელი განაჩენი გამოიტანა

კუოპრმოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილს, რომელმაც ე.წ. კორტების სპეცოპერაციის საქმეზე პოლიციელების მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა, სამი კანონიერი ქურდი ჰყავს სასამართლო დარბაზიდან გამართლებული, – ამის შესახებ “სამართალდამცველთა რეფორმირების ცენტრის” ხელმძღვანელმა, ზვიად კუპრავამ დღეს ე.წ. კორტების საქმეზე მსჯავრდებული ცააძისა და ფირცხალავას ოჯახის წევრებთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
“კოჭლამაზაშვილმა სისხლის სამართლის კოდექსის 223′ მუხლით ბრალდებული სამი კანონიერი ქურდის მიმართ გამამართლებელი განაჩენი გამოიტანა და მან ასევე 2 000-ლარიანი გირაოთი გაუშვა მწამებელი ლადო ბედუკაძე, იმ პირობებში, როდესაც აღნიშნულმა მოსამართლემ პოლიციელების მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა. ერთ-ერთი კანონიერი ქურდია კახა ორაგველიძემ რომელიც პრაიმ-კრაიმის ნუსხაში არის მესამე. ეს ყველაფერი ცხადყოფს, რომ აღნიშნულმა მოსამართლემ ხელისუფლების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე გაათავისუფლა კანონიერი ქურდები”, – განაცხადა ზვიად კუპრავამ.

banner
წინა სტატიაშიგიორგი მღებრიშვილი უწყებაში მორიგი საკადრო ცვლილებების განხორციელებას არ გამორიცხავს
შემდეგი სტატიასაქართველოს მოქალაქეები საფრანგეთის ვიზას 48 საათში მიიღებენ