კობახიძე: მათ კიდევ აქვთ პოლიტიკაში დარჩენის ამბიცია და შერიგებაზე საუბარი შეუძლებელია

“მათ კიდევ აქვთ პოლიტიკაში დარჩენის ამბიცია და შერიგებაზე საუბარი შეუძლებელია” – ამის შესახებ “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე სალომე ზურაბიშვილის საახალწლო მიღებიდან გამოსვლის შემდეგ საუბრობს.

როდესაც სააკაშვილი, უგულავა და ასე შემდეგ არიან ეჭვმიტანილები კი არა, მხილებულები ქურდობაში, წამებაში, ყაჩაღობაში, ტერიტორიების დათმობაში, მედიის მიტაცებაში, ბიზნესის რეკეტში და ასე შემდეგ და მათ კიდევ აქვთ პოლიტიკოსად არჩევის ამბიცია, ასეთ დროს, ბუნებრივია, შერიგებაზე საუბარი არის შეუძლებელი…

მზად ვართ ნებისმიერი ფაქტობრივი მოცემულობა შევაფასოთ, რაც უკავშირდება წინა ხელისუფლებას, რაც უკავშირდება ჩვენს ხელისუფლებას. ერთად დავსხდეთ, შევაფასოთ ყველაფერი და ამის მიხედვით განვსაზღვროთ ვის აქვს მორალური უფლება, დარჩეს პოლიტიკაში და ვის არ აქვს მორალური უფლება, დარჩეს პოლიტიკაში.

ქალბატონ სალომეს აქვს თავისი პოზიცია დაფიქსირებული ამასთან დაკავშირებით, მას აქვს რამდენჯერმე ნათქვამი, რომ არ აპირებს სააკაშვილის შეწყალებას… ხუთჯერ თქვა ადამიანმა, რომ არ აპირებს” – ამბობს კობახიძე.

banner
წინა სტატიაშიმიხეილ სააკაშვილი: ერთი წუთით არ შევწყვეტ ბრძოლას
შემდეგი სტატიამიხეილ სააკაშვილი ზურაბიშვილის გამოსვლაზე: პირველად მოვისმინე ხელისუფლების წარმომადგენლისგან ძალიან ზუსტი დახასიათება