10.8 C
Tbilisi
ორშაბათი, აპრილი 20, 2026
banner

კობი-გუდაურის მონაკვეთზე საგზაო შეზღუდვები დაწესდა

თოვის გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის კმ93-კმ107 (გუდაური(ფოსტა)–კობი) მონაკვეთზე დროებით აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, მლეთა-გუდაურის და გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდეს გაუჩერებლად გავლის რეჟიმში, გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე მხოლოდ ზვავდამცავი გვირაბების გავლით.

ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს ამერიკელი ინვესტორების დელეგაცია ეწვევა
შემდეგი სტატიაისრაელმა ირანში ფართომასშტაბიანი საჰაერო იერიში დაიწყო