კობაურს დანაშაულის ადგილზე მიიყვანენ- საგამოძიებო ექსპერიმენტი

​სმიტების ოჯახის მკვლელობაში ბრალდებულ მალხაზ კობაურს ხვალ შემთხვევის ადგილზე წაიყვანენ, სადაც საგამოძიებო ექსპერიმენტი ჩატარდება.

კობაურმა სამართალდამცვლებისა და ადვოკატების თანდასწრებით უნდა აღწეროს ის ვითარება, რაც ხეობაში მკვლელობის დღეს ნახა.

კობაურის ადვოკატი დარწმუნებულია, რომ ეს ექსპერიმენტი ყველა იმ კითხვას გასცემს პასუხს, რომელიც ტრაგედიასთან დაკავშირებით არსებობს. დღეს კი ბრალდებულ კობაურს დაცვის მხარე კიდევ ერთხელ გამოკითხავს.

„კობაური გავა დანაშაულის ადგილზე, აღწერს ვითარებას თუ რა მოხდა, როგორ მოხდა, იმ ფაქტობრივ გარემოებებს რასაც დაცვის მხარეს მიაწვდის ინფორმაციას. მე ვფიქრობ ყველაფერს პასუხი გაეცემა. მით უმეტეს პასუხი გაეცემა იმას, რატომ არის ამდენი ცდომილება საქმეში ბრალდების მხარის მიერ დაშვებული,“-განაცხადა ადვოკატმა ალექსანდრე კობაიძემ.

banner
წინა სტატიაშიდაჭრა თბილისში – შსს-მ 42 წლის მამაკაცი დააკავა
შემდეგი სტატიაპენიტენციური სამსახური ვანო მერაბიშვილის მოწამვლის შესახებ ინფორმაციას უარყოფს და მის დიაგნოზს ასაჯაროებს