კობაურის ადვოკატი – გამოძიებას არანაირი ახალი მტკიცებულება არ გააჩნია, თუმცა, მაინც ჩათვალეს, რომ ბრალი უნდა დაემძიმებინათ

გამოძიებას არანაირი ახალი მტკიცებულება არ გააჩნია, თუმცა, მათ მაინც ჩათვალეს, რომ ბრალი უნდა დაემძიმებინათ, – ამის შესახებ ხადას ხეობაში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული 19 წლის მწყემსის, მალხაზ კობაურის ადვოკატმა ლექსო კობაიძემ განაცხადა.

ადვოკატის თქმით, ბრალდებას კობაურის ბრალეულობის დამადასტურებელი მტკიცებულებები არ გააჩნია. „როგორც ჩანს ყველაფერს მალხაზ კობაურს აბრალებენ. გამოძიებას არანაირი ახალი მტკიცერბულება არ გააჩნია, თუმცა მათ მაინც ჩათვალეს, რომ ბრალი უნდა დაემძიმებინათ. ბრალი დაფუძნებულია მხოლოდ სპერმის აღმოჩენაზე და ამ მტკიცებულებაზე, თუმცა ჩვენ ამ მტკიცებულებას სადავო ვხდით. მით უმეტეს მკვლელობის არანაირი მტკიცებულება არ არსებობს“, – განაცხადა ლექსო კობაიძემ.

პროკურატურამ ხადას ხეობაში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულ 19 წლის მწყემსს, მალხაზ კობაურს ბრალდება დაუმძიმა. პროკურატურის ინფორმაციით, კობაურს ბრალად შეერაცხა ლორა ჯოი სმიტის გაუპატიურება და დამამძიმებელ გარემოებებში მისი მკვლელობა.

.

banner
წინა სტატიაშიპროკურატურამ ლორა სმიტის გაუპატიურებისა და მკვლელობის მოტივით მალხაზ კობაურს ბრალი დაუმძიმა
შემდეგი სტატია,,ახალი პოლიტიკური ცენტრის შექმნა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია და მე ამას ყველანაირად ხელს შევუწყობ”