კობახიძისეულ და რადიკალური ოპოზიციის გეგმებს აუცილებელ სამოქმედო გეგმასთან საერთო არ აქვს – პრეზიდენტი

“ერთი რამ ნიშანდობლივია ამ ვნებათაღელვის ფონზე : ყველამ პოზიციამ თუ ოპოზიციამ აიტაცა და აღიარა ეროვნული თანხმობის აუცილებლობა ( რაზედაც ცოტა ხნის წინ ყველა მედავებოდა, ასეთი რამ შეუძლებელიაო) … თუმცა გამოცხადებულ გეგმებს – კობახიძისეულს ( “თავისუფლად ანტიევროპულად მოსაუბრე” ტრიუმვირატის შექმნისთანავე ევრო-რეკომენდაციების შესრულების ერთპარტიული გეგმა) თუ რადიკალურ ოპოზიციის არახალი “გადადექი და მე გადმოვდგები” გეგმა – არაფერი საერთო აქვთ არც ნამდვილ ეროვნულ თანხმობასთან და არც ევროპის კანდიდატურის მიღებისათვის აუცილებელ სამოქმედო გეგმასთან .

ხალხის ევროპული სულისკვეთების გამოხატვა დიდი ძალაა და ჩვენი ქვეყნის ღირსებას იცავს. მას არ უნდა შეეცვალოს გეზი… ჩვენ ყველანი კი -ვისაც პასუხისმგებლობა აკისრია – ვალდებული ვართ საზოგადოების მოლოდინს ვუპასუხოთ საქმით და სამოქმედო გეგმის ირგვლივ ჩამოყალიბებულ რეალური და არა სიტყვიერი ეროვნული თანხმობით! და გამოჩნდება ვის რა უნდა: ევროპა თუ ძალაუფლება!,- წერს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი Facebook-ზე რუსთაველის გამზირზე, აქცია “შინ ევროპისკენ” მიმდინარეობის პარალელურად.

banner
წინა სტატიაშიმელიტოპოლის აეროდრომი, როგორც რუსი დამპყრობლების სამხედრო ბაზა, აღარ არსებობს – ის უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა გაანადგურეს
შემდეგი სტატიაასე შეხევდა დიტო სამხარაძე ( ნამდვილი) აქციის მონაწილეებს (ვიდეო)