კობახიძის თქმით, მისი ცოლი უწყებაში დატოვებს თანამდებობას

პრემიერმინისტრობის კანდიდატმა, ირაკლი კობახიძემ უპასუხა ჟურნალისტების კითხვას ინტერესთა კონფლიქტის რისკთან დაკავშირებით. მედიაში მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ კობახიძის ცოლი – ნატალია მოწონელიძე სსიპ “საჯარო და კერძო თანამშრომლობის სააგენტოს” ხელმძღვანელობს, ეს უწყება კი პრემიერმინისტრთანაა ანგარიშვალდებული.

კობახიძემ თქვა, რომ მას შემდეგ რაც პრემიერი ოფიციალურად გახდება, მისი ცოლი ამ თანამდებობას დატოვებს.

“არავითარი ინტერესთა კონფლიქტი არ იქნება. კანონმდებლობაც ითვალისწინებს შესაბამის ზომებს, თუმცა, რომც არ ითვალისწინებდეს, რა თქმა უნდა, გამოირიცხებოდა ყველანაირი ფორმალური თუ არაფორმალური ინტერესთა კონფლიქტი. [თქვენი ოჯახის წევრი დატოვებს თანამდებობას?] რა თქმა უნდა”, – თქვა კობახიძემ.

banner
წინა სტატიაშიკობახიძე: კიდევ ერთხელ დასტურდება ის, რასაც პრინციპში ღიად ამბობენ უკრაინის ხელისუფლების მაღალჩინოსნები, რომ მათ სურდათ და ალბათ დღესაც სურთ მეორე ფრონტი ჩვენს ქვეყანაში
შემდეგი სტატიაქედის მუნიციპალიტეტში მეწყერის ჩამოწოლის შედეგად პოლიციელი დაიღუპა