“კობახიძის “ქართული ოცნება” არ ითვალისწინებს ვენეციის კომისიის რეკომენდაციას”

“სხვას არც ველოდი, კობახიძის “ქართული ოცნება” არ ითვალისწინებს ვენეციის კომისიის რეკომენდაციას, სადაც მკაფიოდ წერია, რომ დაუშვებელია კომისიის წევრის წართმევა “პატრიოტთა ალიანსისთვის”. არ ითვალისწინებს იმიტომ, რომ აგრძელებს სადამსჯელო ოპერაციას “პატრიოტთა ალიანსის” წინააღმდეგ. სააკაშვილს კი არ ებრძვის, ჩვენ გვებრძვის! ნაცმოძრაობას კი არ უპირისპირდება, ჩვენ დასჯას აგრძელებს! მალე ამ საარჩევნო კანონპროექტს კენჭი ეყრება. წესით, საპარლამენტო ოპოზიცია მსგავს უკანონობას არ უნდა უშვებდეს, მაგრამ უშვებს, თვალს ხუჭავს, ატარებს, თითქოს არაფერი ხდება. ყველა შეკრულია “ქართულ ოცნებასთან”, ყველა თავის თამაშს ეთამაშება ოცნებას, ამიტომაც ვართ იქ, სადაც ვართ.

საარჩევნო კომისიაში წევრი გვეკუთვნის ჩვენ, ჩვენ გადავლახეთ ბარიერი, ჩვენი შრომით და ბრძოლით მოვიპოვეთ წევრი საარჩევნო კომისიაში, ეს ყველას ესმის, მაგრამ ძალა აქვს და გჩაგრავს… ძალა აქვს და გართმევს… ჩვეულებრივი რეკეტია.”- წერს ირმა ინაშვილი.

banner
წინა სტატიაშიაშშ-ს საელჩო: 19 აპრილს ქართული ოცნება და ოპოზიცია შეთანხმდნენ, რომ მიმდინარე დანიშვნების პროცესი უნდა შეჩერდეს
შემდეგი სტატიაელისაშვილი ხაზარაძის ინიციატივაზე: ხაზარაძის განცხადება არასერიოზული და ნაჩქარევია